2022 წლის 30 ოქტომბერს , ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში ფოლკლორის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ოქროს საწმისი“ გაიმართა.
ფესტივალში საქართველოსა და ყაზახეთის შემოქმედებითი ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის მიზანია ქართული ფოლკლორის, კერძოდ ქორეოგრაფიული ხელოვნების მოვლა - პატრონობა, მისი ავთენტურობის შენარჩუნება, მომავალი თაობებისთვის გადაცემა და პოპულარიზაცია, ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან შემოქმედებითი კავშირების დამყარება.
საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს საწმისის“ –„GOLDEN FLEECE„ ორგანიზატორია „ქართული ტურიზმისა და კულტურის განვითარების საზოგადოების“ თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაია.
