ფესტივალი „ოქროს საწმისი“ ურეკში ანშლაგით გაიმართა

  


13 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში ფოლკლორის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ოქროს საწმისი“ გაიმართა.
ფესტივალში საქართველოს და   ყაზახეთის  შემოქმედებითი ანსამბლები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს საწმისის“ –„GOLDEN FLEECE„ ორგანიზატორია „ქართული ტურიზმისა და კულტურის  განვითარების საზოგადოების“ თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაია. 
ფესტივალის მიზანია ქართული ფოლკლორის, კერძოდ ქორეოგრაფიული ხელოვნების მოვლა-პატრონობა და მისი პოპულარიზაცია.