ბათუმის ზაფხული ყოველთვის სავსეა ზღვის ტალღების ხმით, მუსიკითა და განსაკუთრებული ემოციებით, თუმცა 4 ივნისის საღამო ბათუმის საზაფხულო დარბაზში (თეატრში) შეკრებილი მაყურებლისთვის სრულიად დაუვიწყარი აღმოჩნდა. ეს იყო ღამე, სადაც ერთმანეთს შეერწყა მაღალი ხელოვნება, ტრადიცია, თაობათა უწყვეტობა და... ნამდვილი, სცენაზე დაბადებული სიყვარულის ისტორია!
ამჯერად სცენაზე საზოგადოებამ საერთაშორისო ფესტივალ „ოროს საწმისის“ დამფუძნებლის კახაბერ ჩიტაიას უფროსი ვაჟი — კახა ჩიტაია იხილა. კახა, რომელიც ამავდროულად ჩვენი ფესტივალის „ოქროს საწმისის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და წამყვანია, მთელი საღამოს განმავლობაში პროფესიონალიზმითა და ქარიზმით უძღვებოდა ღონისძიებას და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელოვნების სიყვარული ნიჭთან ერთად თაობიდან თაობას გადაეცემა.
 |
ცენტში კახა კახაბერის ძე ჩიტაია

მოულოდნელი საოცრება სცენაზე: სიყვარულის საჯარო აღიარებაკონცერტის კულმინაცია და დარბაზში მყოფი თითოეული ადამიანის აღფრთოვანება სრულიად მოულოდნელმა და უზომოდ ემოციურმა ფაქტმა გამოიწვია. როდესაც მაყურებელი ანსამბლ „ბათუმის“ (ბათუმელების) მორიგი გენიალური ნომრის შემდეგ ტაშს არ იშურებდა, სცენაზე ნამდვილი სასწაული მოხდა. ანსამბლის წევრმა, ასობით მაყურებლის, მეგობრებისა და კოლეგების წინაშე, პირდაპირ სცენაზე თავის რჩეულს ხელი სთხოვა! 
„ქართული ცეკვა თავად არის სიყვარულის, პატივისცემისა და ვნების გამოხატულება, მაგრამ როდესაც ეს გრძნობა სცენიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოდის, თანაც ასეთი ლამაზი ფორმით, შეუძლებელია თვალზე ცრემლი არ მოგადგეს,“ — აღნიშნავდნენ მაყურებლები.

მქუხარე ტაში, ემოციების აფეთქება, გაოცებული და ბედნიერი რჩეული და ერთი დიდი, ქართული შემოქმედებითი ოჯახის ზეიმი — ეს კადრები დარბაზში მყოფთა მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. 4 ივნისის კონცერტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბათუმი არა მხოლოდ კულტურის, არამედ დიდი გრძნობების ქალაქიცაა. ბლოგის სახელით ვულოცავთ ახალგაზრდა წყვილს ამ უბედნიერეს ნაბიჯს, ხოლო ფესტივალ „ოქროს საწმისს“ და ანსამბლს კიდევ მრავალ შემოქმედებით მწვერვალს ვუსურვებთ! ხელოვნება და სიყვარული გადაარჩენს სამყაროს! |

მაყურებლები: ფესტივალ „ოროს სამისის“ სტუმრები
Комментариев нет:
Отправить комментарий