სიყვარულის ხორუმი ბათუმის საზაფხულო თეატრში


ბათუმის ზაფხული ყოველთვის სავსეა ზღვის ტალღების ხმით, მუსიკითა და განსაკუთრებული ემოციებით, თუმცა 4 ივნისის საღამო ბათუმის საზაფხულო დარბაზში (თეატრში) შეკრებილი მაყურებლისთვის სრულიად დაუვიწყარი აღმოჩნდა. ეს იყო ღამე, სადაც ერთმანეთს შეერწყა მაღალი ხელოვნება, ტრადიცია, თაობათა უწყვეტობა და... ნამდვილი, სცენაზე დაბადებული სიყვარულის ისტორია!

ამჯერად სცენაზე საზოგადოებამ საერთაშორისო ფესტივალ „ოროს საწმისის“ დამფუძნებლის კახაბერ ჩიტაიას უფროსი ვაჟი — კახა ჩიტაია იხილა. კახა, რომელიც ამავდროულად ჩვენი ფესტივალის „ოქროს საწმისის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და წამყვანია, მთელი საღამოს განმავლობაში პროფესიონალიზმითა და ქარიზმით უძღვებოდა ღონისძიებას და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელოვნების სიყვარული ნიჭთან ერთად თაობიდან თაობას გადაეცემა.


ცენტში კახა კახაბერის ძე ჩიტაია


მოულოდნელი საოცრება სცენაზე: სიყვარულის საჯარო აღიარება

კონცერტის კულმინაცია და დარბაზში მყოფი თითოეული ადამიანის აღფრთოვანება სრულიად მოულოდნელმა და უზომოდ ემოციურმა ფაქტმა გამოიწვია. როდესაც მაყურებელი ანსამბლ „ბათუმის“ (ბათუმელების) მორიგი გენიალური ნომრის შემდეგ ტაშს არ იშურებდა, სცენაზე ნამდვილი სასწაული მოხდა.

ანსამბლის წევრმა, ასობით მაყურებლის, მეგობრებისა და კოლეგების წინაშე, პირდაპირ სცენაზე თავის რჩეულს ხელი სთხოვა!

„ქართული ცეკვა თავად არის სიყვარულის, პატივისცემისა და ვნების გამოხატულება, მაგრამ როდესაც ეს გრძნობა სცენიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოდის, თანაც ასეთი ლამაზი ფორმით, შეუძლებელია თვალზე ცრემლი არ მოგადგეს,“ — აღნიშნავდნენ მაყურებლები.

 

მქუხარე ტაში, ემოციების აფეთქება, გაოცებული და ბედნიერი რჩეული და ერთი დიდი, ქართული შემოქმედებითი ოჯახის ზეიმი — ეს კადრები დარბაზში მყოფთა მეხსიერებაში დიდხანს დარჩება.

4 ივნისის კონცერტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბათუმი არა მხოლოდ კულტურის, არამედ დიდი გრძნობების ქალაქიცაა. ბლოგის სახელით ვულოცავთ ახალგაზრდა წყვილს ამ უბედნიერეს ნაბიჯს, ხოლო ფესტივალ „ოქროს საწმისს“ და ანსამბლს კიდევ მრავალ შემოქმედებით მწვერვალს ვუსურვებთ! ხელოვნება და სიყვარული გადაარჩენს სამყაროს!



ფოტო: გოჩა შონია

ქართული ცეკვის მასტერკლასები კიოლნში და დაგეგმილი ვიზიტი ბათუმში

გერმანიის ქალაქ კიოლნში, ადგილობრივი ქორეოგრაფიული სტუდიის მიწვევით, ქართველი ქორეოგრაფები, მამა-შვილი კახა და კახაბერ ჩიტაიები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ მოსწავლეებს მასტერკლასები ჩაუტარეს და რამდენიმე ქართული ცეკვა დადგეს.

ამ შემოქმედებითმა თანამშრომლობამ საფუძველი ჩაუყარა მყარ მეგობრობას. თავის მხრივ, საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს საწმისის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, კახა ჩიტაიამ, გერმანელი სტუმრები საქართველოში მოიწვია. მათ 2026 წლის ტურისტულ სეზონზე ქალაქ ბათუმში ველოდებით.

Georgische Tanz-Masterclasses in Köln und geplante Rückkehr in Batumi

​Auf Einladung eines lokalen Choreografie-Studios besuchten die georgischen Choreografen Kakha Chitaia und sein Sohn Kakhaber Chitaia die Stadt Köln. Im Rahmen ihres Besuchs gaben sie Masterclasses für die Schüler des Studios, bei denen sie mehrere georgische Tänze einstudierten und erfolgreich auf die Bühne brachten.

​Diese kreative Zusammenarbeit legte den Grundstein für eine enge Freundschaft. Kakha Chitaia, der Gründer und Leiter des internationalen Festivals „Das Goldene Vlies“, lud seinerseits die deutschen Gäste nach Georgien ein. Wir freuen uns darauf, sie zur Tourismussaison 2026 in Batumi begrüßen zu dürfen.

ფესტივალი „ოქროს საწმისი“ Int Festival „Golden Fleece„- ფოტო - (170 PHOTO ) part-2, 7 june 2025 Batumi

 


ფესტივალი „ოქროს საწმისი“ Int Festival „Golden Fleece„- ფოტო - (120 PHOTO ) part-1, 7 june 2025 Batumi



6-7 June 2025 ფესტივალის მონაწილეების დახვედრა და ექსკურსიები (141 Photo+video) Welcoming and excursions for festival participants - Встреча и экскурсии для участников фестиваля

 




ათწლეულის იუბილე და კულტურათა ზეიმი ბათუმში — საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს საწმისის“ გრანდიოზული ფინალი!

22 ივლისს, ბათუმის საზაფხულო დარბაზმა საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს საწმისის“ გრანდიოზულ გალა-კონცერტსა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას უმა...